გადაზიდვის პოლიტიკა
მიტანის წესები და პირობები
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას შპს „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით თბილისის გარეთ ტრანსპორტირებაზე.
საკურიერო სერვისის უზრუნველსაყოფად „სპაციო“ გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შპს „საქართველოს ფოსტას“. პერსონალური მონაცემები მოიცავს მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართს და ტელეფონის ნომერს.
„სპაციო“ აწვდის შეძენილ პროდუქტს საკურიერო კომპანიას შპს „საქართველოს ფოსტას“, რომელიც შემდგომ ახორციელებს ტრანსპორტირებას მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი განხორციელებულია „სპაციოს“ მიერ.
თბილისის მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 1-3 სამუშაო დღეში.
საქართველოს დიდ და პატარა რეგიონებში „სპაციო“-ზე შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება 7 სამუშაო დღეს მოიცავს.
თბილისის მასშტაბით თრანსპორტირება არის უფასო.
რეგიონების ტრანსპოტირების ღირებულებაა:
0 კგ - 3.5 კგ - 10.2 ₾
3.501 კგ - 10 კგ - 18.6 ₾
გადახდის პოლიტიკა
გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელი გადამისამართებულია გადახდის გვერდზე, სადაც ის ავსებს საბანკო ბარათის მონაცემებს. ამ ინფორმაციის შევსების შემდგომ, გადახდა დამუშავებული და დადასტურებულია ბანკის მიერ.
„სპაციოს“ არ აქვს არანაირი წვდომა არც გადახდის გვერდთან და არც მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათთან. თუ გადახდა წარმატებულია, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება შესაბამისი ინფორმაციით.
გადახდის პროცედურის დასრულების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართებულია დადასტურების გვერდზე, რომელიც აჩვენებს, რომ შეკვეთა წარმატებით განთავსდა.
მარკეტინგი და კომუნიკაცია
„სპაციოს“ ვებგვერდზე დარეგისტრირებით მომხმარებელი თანახმაა გამოიწეროს პროდუქტებისა და სერვისების განახლებები, თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს საინფორმაციო და სხვადასხვა შეთავაზებებს ელექტრონული ფოსტით.
მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი სახის მარკეტინგული კომუნიკაციის მიღების შეწყვეტა „სპაციო“-თან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით ნებისმიერ დროს.