Მომსახურების პირობები
წესები და პირობები
ეს დოკუმენტი წარმოადგენს „სპაციო“ს ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.
ეს არის ორმხრივად შეთანხმებული ხელშეკრულება, გაფმორმებული მომხმარებელს და შპს „სპაციო“-ს შორის (405695387).
გამოყენების ეს წესები და პირობები, მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და Spazio-ს სხვა რეგულაციები წარმოადგენს ერთ დოკუმენტს და უნდა ჩაითვალოს Spazio-სა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ მთლიან ხელშეკრულებად. ვებსაიტზე დარეგისტრირებით, მომხმარებელი აღიარებს, რომ წაიკითხა, გაიგო და დაეთანხმა წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკას.
თუ მომხმარებელი არ ეთანხმება „სპაციო“-ს იურიდიულ დოკუმენტებს, მას შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი.
ტერმინთა განმარტება
ამ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- სპაციო (შემდგომში "ჩვენ", "ჩვენი", "ვებგვერდი") – შპს „სპაციო“ დარეგისტრირებული საქართველოს კანონის შესაბამისად, საინდენტიფიკაციო კოდი 405695387, სარეგისტრაციო მისამართი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #41)
- მომხმარებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს (ქმედუნარიანი) ვისაც აქვს სურვილი, რომ შეისყიდოს „სპაციო“-ს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტი-ები.
- მომხმარებლის თანხმობა - მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას წაიკითხოს და გაიგოს ამ დოკუმენტის შინაარსი და დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები.
- პირდაპირი მარკეტინგი - საქონლისა და მომსახურების შეთავაზება ფოსტით, სატელეფონო ზარებით, ელექტრონული ფოსტით ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებებით.
- რეგისტრაცია - პერსონალური გვერდის შექმნა.
- გვერდი - პერსონალური გვერდი დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ „სპაციო“-ს ვებგვერდზე.
- შპს „საქართველოს ფოსტა“ - საკურიერო სერვისი, რომელიც განახორციელებს „სპაციო“-ს ვებგვერდზე შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირებას.
ვებსაიტზე პერსონალური გვერდის შექმნით, მომხმარებელს აქვს საშუალება შეიძინოს „სპაციო“-ს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტი-ები.
მომხმარებლის მიერ განთავსებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკე შესყიდვის ხელშეკრულებას, რომელთა მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „სპაციო“ შეკვეთის განთავსებისას გენერირებულია შესყიდვის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების მისამართი.
რეგისტრაცია
„პაციო“-ს ვებგვერდზე შეკვეთის განსათავსებლად, მომხმარებელი ან უნდ დარეგისტრირდეს საიტზე ან განახორციელოს შეკვეთა რეგისტრაციის გარეშე. რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ ფორმა შემდეგი მონაცემების მითითებით:
- სახელი გვარი
- საცხოვრებელი მისამართი
- ელექტრნული ფოსტის მისამართი
- მომხმარებლის სახელი და პაროლი
მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე დარეგისტრირება ან პროდუქციის შესყიდვის დროს ან მანამდე.
პროდუქტის შეძენამდე, მომხმარებელი უნდა შევიდეს სისტემაში “შესვლის“ გამოყენებით ვებგვერდის მთავარი მენიუდან.
მომხმარებელს შეუძლია „სპაციო“-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც შეიძინოს პროდუქტი-ები.
მომხმარებელი აღიარებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მითითებული ინფორმაცია სრული და ზუსტია;
- არის ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელმაც მიაღწია 18 წელს;
- არ იყენებს სხვა პიროვნების ინრომაიას „სპაციოს“ ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის;
- არ ქმნის მომხმარებლის სახელს, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოს, შეურაცხყოფა მიაყენოს ან ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანს;
- არ იყენებს ვებსაიტს არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად;
- არ ცდილობს გამოიყენოს ვებგვერდი სხვა პიროვნების, კომპანიის ან კომპანიის წარმომადგენლის განსასახიერებლად;
- კანონის საწინააღმდეგო მოქმედებით არ არღვევს სხვა პირის უფლებებს;
- არ იყენებს რაიმე მოწყობილობას ან პროგრამულ უზრუნველყოფას „სპაციოს“ ვებგვერდიდან მონაცემების მოსაპოვებლად ან/და საიტის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ხელის შეშლის მიზნით;
- იცავს საავტორო და მონათესავე უფლებებს და მფლობელის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე არ იყენებს „სპაციოს“ ინფორმაციას, როგორიცაა ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, სურათი, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, დიზაინი და სხვა ინტელექტუალური საკუთრება;
- არ იყენებს სხვა მომხმარებლის პერსონალურ გვერდს;
- არ ცდილობს მოიპოვოს წვდომა სხვა პირის მომხმარებლის სერთიფიკატებზე;
- არ იღებს რაიმე ქმედებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საიტის ნორმალურ ფუნქციონირებას და მუშაობას;
- არ ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულ ქმედებებს, ეწინააღმდეგება წინამდებარე წესებსა და პირობებს და „სპაციოს“ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
შეკვეთის განთავსება და პროდუქტის შეძენა
სასურველი პროდუქტის არჩევის და კალათაში დამატების შემდგომ, ახალ მომხმარებლებს მოეთხოვებათ შემდეგი ინფორმაციის შევსება: ელექტროული ფოსტა, სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, სადაც უნდა იყოს მიტანილი შეძენილი ნივთი.
მომხმარებელი გადამისამართებული იქნება გადახდის გვერდზე. შეძენილი პროდუქტის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად მომხმარებელმა გადახდამდე უნდა გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი/არასრული მისამართის ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა დაგვიანებულ მიწოდებაზე.
მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეამოწმოს შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მის პერსონალურ გვერდში.
“სპაციო” იტოვებს უფლებას უარი თქვას შეკვეთის დამუშავებაზე ან გააუქმოს იგი საეჭვო თაღლითობის, არაავტორიზებული ან უკანონო ტრანზაქციის შემთხვევაში..
გადახდის განხორციელების შემდეგ პროდუქტის საკუთრების უფლება გადაეცემა მომხმარებელს.
დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.